საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება №2 2017 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის
2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს საპატენტო კანონის 81 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი 140111, 14/01/2011; 050040000.48.065.016001) დამტკიცებულ „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.პატენტრწმუნებულთა ატესტაციის ჩატარების თარიღს განსაზღვრავს საქპატენტის თავმჯდომარე.“. მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე
ნიკოლოზ გოგილიძე
http://www.matsne.gov.ge 05004000048065016021