საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება №2 2018 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საპატენტო კანონის 8 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1 „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის
დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 050050000.48.065.016010) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება საქპატენტში განაცხადის ჩაბარების დღე, თუ განაცხადი წარდგენილია ქართულ ენაზე ნაბეჭდი სახით ბლანკზე, შეიცავს განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს, სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას, საქონლის ჩამონათვალს, წარმომადგენლის ვინაობასა და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ და ხელმოწერილია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.“.
2. ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ, აღნიშნული ცვლილებები რეესტრში შედის ცვლილებების შეტანისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. საფასური გადახდილი უნდა იყოს საქპატენტში განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სასაქონლო ნიშნის უმნიშვნელო ცვლილება ან საქონლის ჩამონათვლის შემცირება.“.
3. ინსტრუქციის 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2 .ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადახდილი უნდა იქნეს სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ საქპატენტში ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“.
მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ნიკოლოზ გოგილიძე
1
1
1