საქართველოს კანონი
„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 501) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოცდას საქართველოში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. აღნიშნული გამოცდის შედეგების საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი საექსპერტო საბჭო გასცემს დასკვნას ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. ამ პროცედურების განხორციელებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.
2. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შედავების განხილვის პროცედურებსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „საქპატენტთან“ ერთად.“.
3. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება აქვს, სელექციონერის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერ ჯიშთან დაკავშირებით, რათა ნება დართოს ფერმერებს, საკუთარ მიწის ნაკვეთში გამრავლების მიზნით გამოიყენონ გასამრავლებელი მასალა, რომელიც მიღებულია მათ მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთში მოწმობით დაცული ჯიშის მოყვანის შედეგად, ან იმ ჯიშთან დაკავშირებით, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტი ან ამ მუხლის პირველი პუნქტი.“.
4. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, დადგენილ ვადაში სელექციონერმა არ წარადგინა ცნობები, საბუთები ან მასალები, რომლებიც აუცილებელია ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის ამ კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე;“.
5. 44-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობისა და მეთესლეობის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით.“;
ბ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებით დგინდება ცხოველის ან მცენარის
http://www.matsne.gov.ge 41001002005001018617