ე) ასევე ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებიდან.
7. პირები, რომლებიც საქპატენტს წარუდგენენ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ძალაში მყოფ ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელ მოწმობას, არ გაივლიან ტესტირებას შემდეგ საკითხებში:
ა) სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალი; ბ) ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი. 8. პირები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ატესტაციას, რეგისტრირდებიან
რეესტრში და ეძლევათ პატენტრწმუნებულის მოწმობა, რომლის ფორმას ამტკიცებს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
9. ინფორმაცია პატენტრწმუნებულის რეგისტრაციის შესახებ ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში.
10. პატენტრწმუნებულის მოწმობა კარგავს ძალას, თუ პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს პატენტრწმუნებულის საქმიანობას.
მუხლი 5. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე. 2. საატესტაციო კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს
საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. 3. საატესტაციო კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც საქპატენტის
თანამშრომლები, ისე მოწვეული ექსპერტები.
მუხლი 6. წარმომადგენლობა 1. პატენტრწმუნებული წარმომადგენლობას ახორციელებს საქპატენტში,
საქპატენტის სააპელაციო პალატაში, სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. პატენტრწმუნებული საქპატენტში და საქპატენტის სააპელაციო პალატაში წარმომადგენლობას ახორციელებს მინდობილობის საფუძველზე, რომელიც შედგენილია იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც გაცემულია მინდობილობა. მინდობილობა გაცემულ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ მინდობილობა შედგენილია უცხო ენაზე, მას თან უნდა ერთოდეს ქართული თარგმანი, თარგმანზე პასუხისმგებელი პირის ვინაობის მითითებით.
3. პატენტრწმუნებული სხვა სახელმწიფო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის საფუძველზე.
4. პატენტრწმუნებული სასამართლოში წარმომადგენლობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. პატენტრწმუნებულის უფლებები პატენტრწმუნებულს უფლება აქვს: