Propiedad intelectual Formación en PI Respeto por la PI Divulgación de la PI La PI para... La PI y… La PI en… Información sobre patentes y tecnología Información sobre marcas Información sobre diseños industriales Información sobre las indicaciones geográficas Información sobre las variedades vegetales (UPOV) Leyes, tratados y sentencias de PI Recursos de PI Informes sobre PI Protección por patente Protección de las marcas Protección de diseños industriales Protección de las indicaciones geográficas Protección de las variedades vegetales (UPOV) Solución de controversias en materia de PI Soluciones operativas para las oficinas de PI Pagar por servicios de PI Negociación y toma de decisiones Cooperación para el desarrollo Apoyo a la innovación Colaboraciones público-privadas Herramientas y servicios de IA La Organización Trabajar con la OMPI Rendición de cuentas Patentes Marcas Diseños industriales Indicaciones geográficas Derecho de autor Secretos comerciales Academia de la OMPI Talleres y seminarios Observancia de la PI WIPO ALERT Sensibilizar Día Mundial de la PI Revista de la OMPI Casos prácticos y casos de éxito Novedades sobre la PI Premios de la OMPI Empresas Universidades Pueblos indígenas Judicatura Recursos genéticos, conocimientos tradicionales y expresiones culturales tradicionales Economía Financiación Activos intangibles Igualdad de género Salud mundial Cambio climático Política de competencia Objetivos de Desarrollo Sostenible Tecnologías de vanguardia Aplicaciones móviles Deportes Turismo PATENTSCOPE Análisis de patentes Clasificación Internacional de Patentes ARDI - Investigación para la innovación ASPI - Información especializada sobre patentes Base Mundial de Datos sobre Marcas Madrid Monitor Base de datos Artículo 6ter Express Clasificación de Niza Clasificación de Viena Base Mundial de Datos sobre Dibujos y Modelos Boletín de Dibujos y Modelos Internacionales Base de datos Hague Express Clasificación de Locarno Base de datos Lisbon Express Base Mundial de Datos sobre Marcas para indicaciones geográficas Base de datos de variedades vegetales PLUTO Base de datos GENIE Tratados administrados por la OMPI WIPO Lex: leyes, tratados y sentencias de PI Normas técnicas de la OMPI Estadísticas de PI WIPO Pearl (terminología) Publicaciones de la OMPI Perfiles nacionales sobre PI Centro de Conocimiento de la OMPI Informes de la OMPI sobre tendencias tecnológicas Índice Mundial de Innovación Informe mundial sobre la propiedad intelectual PCT - El sistema internacional de patentes ePCT Budapest - El Sistema internacional de depósito de microorganismos Madrid - El sistema internacional de marcas eMadrid Artículo 6ter (escudos de armas, banderas, emblemas de Estado) La Haya - Sistema internacional de diseños eHague Lisboa - Sistema internacional de indicaciones geográficas eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Mediación Arbitraje Determinación de expertos Disputas sobre nombres de dominio Acceso centralizado a la búsqueda y el examen (CASE) Servicio de acceso digital (DAS) WIPO Pay Cuenta corriente en la OMPI Asambleas de la OMPI Comités permanentes Calendario de reuniones WIPO Webcast Documentos oficiales de la OMPI Agenda para el Desarrollo Asistencia técnica Instituciones de formación en PI Apoyo para COVID-19 Estrategias nacionales de PI Asesoramiento sobre políticas y legislación Centro de cooperación Centros de apoyo a la tecnología y la innovación (CATI) Transferencia de tecnología Programa de Asistencia a los Inventores (PAI) WIPO GREEN PAT-INFORMED de la OMPI Consorcio de Libros Accesibles Consorcio de la OMPI para los Creadores WIPO Translate Conversión de voz a texto Asistente de clasificación Estados miembros Observadores Director general Actividades por unidad Oficinas en el exterior Ofertas de empleo Adquisiciones Resultados y presupuesto Información financiera Supervisión
Arabic English Spanish French Russian Chinese
Leyes Tratados Sentencias Consultar por jurisdicción

Ley de Georgia N° 1723 de 13 de diciembre de 2017 de Medidas en frontera en materia de Propiedad Intelectual (modificada por la Ley N° 4912 de 28 de junio de 2019), Georgia

Atrás
Versión más reciente en WIPO Lex
Detalles Detalles Año de versión 2019 Fechas Entrada en vigor: 7 de febrero de 2018 Adoptado/a: 13 de diciembre de 2017 Tipo de texto Legislación relacionada con la PI Materia Observancia de las leyes de PI y leyes conexas Notas This consolidated version of the Law of Georgia No. 1723-IIs of December 13, 2017, on Border Measures Related to Intellectual Property incorporates amendments introduced by 'Law No. 4912 of June 28, 2019, on Amendments to Law on Border Measures Related to Intellectual Property', which was published on July 4, 2019, and entered into force on September 1, 2019.

The said amending Law No. 4912 of June 28, 2019 introduced amendments to the following provisions of Chapter II of this consolidated version:
- Article 4, paragraph 4;
- Article 5, paragraphs 1 & 9;
- Article 6, paragraph 1;
- Article 8, paragraph 1; and Article 12.

Documentos disponibles

Textos principales Textos relacionados
Textos principales Textos principales Georgiano საქართველოს კანონი N1723-Iს 13 დეკემბერი 2017 წ. ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ (2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 ცვლილებით)        
 Law of Georgia No. 1723-IIs of December 13, 2017, on Border Measures Related to Intellectual Property (as amended up to Law No. 4912 of June 28, 2019)

საქართველოს კანონი

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების, პატენტზე განსაკუთრებული უფლებების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების ან/და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტისა და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას (შემდგომ – გადაადგილებისას) სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება, პატენტზე (მათ შორის, პატენტზე, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელებულია) განსაკუთრებული უფლება, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება, სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ან/და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება;

ბ) საქონლის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის მესაკუთრე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კონტრაფაქციულია, ან რომელსაც აქვს ასეთი საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომელიც ასეთი საქონლის ფიზიკურ კონტროლს ახორციელებს;

გ) კონტრაფაქციული პროდუქცია:

გ.ა) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები;

გ.ბ) სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე ან/და კოლექტიურ ნიშანზე (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) უფლებების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს;

გ.გ) შეფუთვა, ეტიკეტი, სტიკერი, ბროშურა, გამოყენების ინსტრუქცია, საგარანტიო დოკუმენტი ან მსგავსი სახის საქონელი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი საქონელი ცალკეა წარმოდგენილი), რომელიც

http://www.matsne.gov.ge 05003001005001018697

სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით არის წარმოებული და მოიცავს ნიშანს, სახელს ან ტერმინს, რომელიც კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ან დაცული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია, ან რომლის გარჩევა (მისი არსებითი ასპექტებიდან გამომდინარე) კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისაგან ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისაგან ან გეოგრაფიული აღნიშვნისაგან შეუძლებელია და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი და იმავე ტიპის ისეთი საქონლისათვის, რომლისთვისაც განხორციელდა სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;

გ.დ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე დამზადებული პროდუქტი, რომელშიც ჩართულია ან რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი და რომელიც, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დიზაინის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს;

გ.ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;

გ.ვ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის მფლობელის ნებართვის გარეშე ინტეგრალური მიკროსქემის (იმს) ელემენტების ან ინტეგრალური მიკროსქემის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგების იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლებები;

გ.ზ) სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული სელექციონერის უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები;

გ.თ) პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები;

დ) განადგურება – საქონლის ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული უფლების მფლობელისათვის ზიანის მიყენება;

ე) ორიგინალი საქონელი – პროდუქცია, რომელიც არ არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების, პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული;

ვ) რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება – სამსახურის უფლებამოსილება, დაიცვას უფლების მფლობელის უფლება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში;

ზ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

თ) რეესტრი – სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი, რომელშიც,

http://www.matsne.gov.ge 05003001005001018697

უფლების მფლობელის უფლებების დაცვის მიზნით, უფლების მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფუძველზე სამსახურს შეაქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, თუ შესრულებულია ამ კანონით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის პირობები.

თავი II

სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა

მუხლი 3. უფლების მფლობელის უფლებების დაცვა

1. სამსახური იცავს უფლების მფლობელის უფლებებს ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც შეტანილია რეესტრში.

2. სამსახური უფლებამოსილია დაიცვას უფლების მფლობელის უფლებები ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზედაც, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში.

3. სამსახური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის უფლებებს იცავს ამ კანონით გათვალისწინებული სასაზღვრო ღონისძიებების გამოყენებით.

მუხლი 4. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები

1. უფლების მფლობელს ან მის წარმომადგენელს (შემდგომ – განმცხადებელი) უფლება აქვს, სამსახურს წარუდგინოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (შემდგომ – რეგისტრაცია) შესახებ განაცხადი როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით და მოითხოვოს კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ან სხვა პროცედურის განხორციელების შეჩერება და უფლების მფლობელის უფლებების დაცვა.

2. რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) უფლების მფლობელის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ ინფორმაციას;

გ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ჩამონათვალს;

დ) ორიგინალი საქონლის დეტალურ აღწერას და ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ორიგინალი საქონლის და მისი შეფუთვის ამსახველ ფოტოსურათებს, ორიგინალი საქონლის სპეციფიკურ და ტექნიკურ მონაცემებს), რომლითაც მარტივდება საქონლის იდენტიფიცირება;

ე) საქონლის მწარმოებლის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე ორიგინალი საქონლის იმპორტიორების/ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციას;

ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ასეთი საქონლის წარმოშობისა და მდებარეობის თაობაზე, სასაქონლო პარტიის, შეფუთვის იდენტიფიცირებისათვის საჭირო დეტალების, გადაადგილების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნის, მიმღების ან მფლობელის შესახებ, ორიგინალი საქონლისა და უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის განმასხვავებელი ნიშნების თაობაზე ინფორმაციას, არსებობის შემთხვევაში);

ზ) რეგისტრაციის ვადას, რომელიც 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების მოქმედების ვადისა;

http://www.matsne.gov.ge 05003001005001018697

თ) იმის შესახებ განცხადებას, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერებით საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, მფლობელისათვის ან/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში;

ი) სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე უფლების მფლობელის წარმომადგენლის სახელს (სახელწოდებას), მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას.

3. რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში, თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი, იგი ვალდებულია ამ კანონის მე-5 მუხლის მე- 4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს სრულყოფილი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განაცხადი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი არ შეიცავს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ხორციელდება მხოლოდ კონკრეტული სასაქონლო პარტიის შეჩერება და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ უფლების მფლობელი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უნდა ერთოდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, სერტიფიკატის, სალიცენზიო ხელშეკრულების, დეპონირების მოწმობის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტის) დედანი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ან/და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უფლების მფლობელის წარმომადგენელი წარადგენს – აგრეთვე წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

6. სამსახური რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში − 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ ან რეგისტრაციაზე დასაბუთებული უარის თქმის თაობაზე.

7. რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მითითებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მითითებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მოქმედება წყდება ან უფლების მფლობელს სხვა მიზეზით უწყდება აღნიშნული განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება, განმცხადებელი ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მოქმედების შეწყვეტის ან სხვა მიზეზით განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურს უფლება აქვს, შეწყვიტოს განაცხადის განხილვა.

8. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შემთხვევაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს.

9. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს რეგისტრაციის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში წარდგენილი რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ და ამის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს განმცხადებელს.

10. სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ, თუ:

ა) მისთვის ცნობილი გახდა, რომ განმცხადებელმა დაკარგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება;

http://www.matsne.gov.ge 05003001005001018697

ბ) უფლების მფლობელი, საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღების მიუხედავად, არ ახორციელებს არც ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და არც ამავე კანონის მე- 10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

გ) უფლების მფლობელის მიერ მოთხოვნილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღება;

დ) სამსახურის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ან მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია უფლების მფლობელმა ამავე კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით გამოიყენა.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 5. რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

1. თუ სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცული ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში, სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი საქონლის (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 3 სამუშაო დღით შეჩერების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, პირს, რომელიც პოტენციურად უფლებამოსილია წარადგინოს რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების (საქონლის, მათ შორის, მისი შესაფუთი მასალის, ამსახველი ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.

3. სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქონლის მფლობელს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

4. სამსახური ვალდებულია, საქონლის შეჩერების დღესვე ან დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც საქონლის მფლობელს გაეგზავნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს (მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში) აცნობოს (საჭიროების შემთხვევაში − ელექტრონულად) საქონლის შეჩერების შესახებ და მიაწოდოს (საჭიროების შემთხვევაში − ელექტრონულად) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთანავე, სამსახურს უფლება აქვს, მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის წარდგენა.

5. თუ საქონლის მფლობელი რამდენიმე პირია, სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მხოლოდ ერთ პირს მიაწოდოს.

6. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირის დასადგენად სამსახური ხელმძღვანელობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ (შემდგომ – „საქპატენტი“) ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი ობიექტის რეესტრში ასახული ინფორმაციით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართავს „საქპატენტს“ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს/უწყებას.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებები უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას შესაჩერებელი/შეჩერებული საქონლის მიმართ განსახორციელებელი სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ.

8. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია წარადგინოს ელექტრონულად, შეტყობინებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

9. შეჩერებული საქონლის გაშვება ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული

http://www.matsne.gov.ge 05003001005001018697

ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ვერ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი;

ბ) თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი, მაგრამ აღნიშნული განაცხადი წარდგენილი არ იქნა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და შესაბამისი წესის დაცვით ან სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე;

გ) რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირის თხოვნის საფუძველზე, თუ აღნიშნული განაცხადი შეიცავს ინფორმაციას საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზის თაობაზე.

10. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახური აგრძელებს საქონლის შეჩერების ვადას 10 სამუშაო დღით და მოთხოვნის შესაბამისად აწვდის მას ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 6. რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება

1. თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ ეს საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც შეტანილია რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერება) შესახებ.

2. სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქონლის მფლობელს.

3. საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების (საქონლის, მათ შორის, მისი შესაფუთი მასალის, ამსახველი ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 7. შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

1. სამსახურის თანხმობით განმცხადებელს უფლება აქვს, საქონლის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით შეამოწმოს შეჩერებული საქონელი და აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში. განმცხადებლის თხოვნის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია თავად აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში და ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველსაყოფად განმცხადებელს გაუგზავნოს. საქონლის ნიმუშებისათვის პასუხისმგებლობა განმცხადებელს ეკისრება. ამასთანავე, თუ აღებული ნიმუში სრულად არ იქნება გახარჯული, განმცხადებელი ვალდებულია ექსპერტიზის დასრულებისთანავე დააბრუნოს ნიმუში ან მისი დარჩენილი ნაწილი.

2. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის შეჩერების ვადის 10 სამუშაო დღით გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა არასაკმარისია შესამოწმებელი საქონლის აღებული ნიმუშის ექსპერტიზის ჩასატარებლად. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადა არ გაგრძელდება.

3. მოთხოვნის საფუძველზე სამსახური ვალდებულია განმცხადებელსა და საქონლის მფლობელს ან მის

http://www.matsne.gov.ge 05003001005001018697

წარმომადგენელს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია (მათ შორის, საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობის, გამომგზავნის ან/და მიმღების, წარმოშობის ქვეყნის და დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაცია), რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ამ ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღებას და საქონლის შეჩერების პროცედურის შეწყვეტას.

მუხლი 8. შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება

1. თუ დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებულ შეჩერებულ საქონელთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს და საქონლის მფლობელი მოითხოვს საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე მის გაშვებას, სამსახური უფლებამოსილია გაუშვას საქონელი, თუ დასრულებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და საქონლის მფლობელი წარადგენს ერთ-ერთ შემდეგ გარანტიას:

ა) მისი და უფლების მფლობელის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით;

ბ) არანაკლებ შეჩერებული საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 9. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს:

ა) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე, თუ იგი ადასტურებს, რომ საქონელი კონტრაფაქციული არ არის;

ბ) თუ სამსახურმა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ;

გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

2. განმცხადებელი ვალდებულია შეასრულოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად აღებული ვალდებულება მას შემდეგ, რაც მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება და სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის საფუძვლიანობა ვერ დადგინდება.

3. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღებიდან საქონლის შენახვის ხარჯები განმცხადებელს ეკისრება.

მუხლი 10. საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ

1. თუ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან საქონლის შეჩერების ვადის განმავლობაში განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი სამსახურს წარუდგენენ წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, საქონელი (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ეგზემპლარისა) ნადგურდება განმცხადებლის ხარჯითა და პასუხისმგებლობით და სამსახურის ზედამხედველობით. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში სამსახურისათვის წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადაა 3 სამუშაო დღე.

http://www.matsne.gov.ge 05003001005001018697

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობისას მხარეებს შორის დავა სასამართლო წესით განიხილება. ამ შემთხვევაში საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი (მათ შორის, საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა, მიყენებული ზიანის ოდენობა, უფლებების დარღვევის ფაქტის არსებობა) წყდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. განმცხადებელი ან საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში სასამართლოსათვის სასარჩელო განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია სასამართლო განჩინება დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს.

4. თუ საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ შესრულდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები, სამსახური უზრუნველყოფს საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.

5. სამსახურს უფლება აქვს, შეინახოს გასანადგურებელი საქონლის ეგზემპლარი ან/და მისი ამსახველი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია, რომელიც შემდგომ შეიძლება სასწავლო მიზნით იქნეს გამოყენებული.

6. გასანადგურებელი საქონელი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდისა და შეფუთვის მოცილების შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნით, მხოლოდ განმცხადებლის თანხმობით და იმ პირობით, რომ ეს საქონელი საფრთხეს არ შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

მუხლი 11. სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ

უფლების მფლობელს სამსახურის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენების (გამჟღავნების) უფლება აქვს:

ა) ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის დადგენის მიზნით სასამართლოში საქმის წარმოების დასაწყებად და საქმის წარმოებისას;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ საქმეს აწარმოებენ იმ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები, სადაც შეჩერებულ იქნა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებული საქონელი;

გ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებულ საქონელთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასაწყებად და გამოძიების მიმდინარეობისას;

დ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად;

ე) საქონლის განადგურებაზე ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი თანხმობის მისაცემად;

ვ) საქონლის მფლობელისათვის ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხაზე თანხმობის მისაცემად.

მუხლი 12. სამსახურის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

სამსახურს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას არ გამოვლენილა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევა, რასაც მოჰყვა შესაბამისი საქონლის გაშვება ან საქონლის შეჩერების ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების სამსახურის მიერ განუხორციელებლობა.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

http://www.matsne.gov.ge 05003001005001018697

მუხლი 13. გამონაკლისები ამ კანონის მოქმედებიდან

ეს კანონი არ ვრცელდება:

ა) არაკომერციული დანიშნულების მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან ხელბარგში ან/და განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის;

ბ) ორიგინალ საქონელზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი გადაადგილება უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე ხდება;

გ) საქონელზე, რომელიც დამზადებულია უფლების მფლობელის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ და რომელიც წარმოებულია ამ პირსა და უფლების მფლობელს შორის შეთანხმებულზე მეტი რაოდენობით;

დ) სისხლის სამართლის პროცესის დროს განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 14. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის №2159-IIს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 163).

მუხლი 15. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2017 წ.

N1723-Iს

http://www.matsne.gov.ge 05003001005001018697


Legislación Reemplaza (1 texto(s)) Reemplaza (1 texto(s)) Es enmendado por (1 texto(s)) Es enmendado por (1 texto(s))
Tratados Relacionado con (2 registros) Relacionado con (2 registros)
Versiones históricas Deroga (1 texto(s)) Deroga (1 texto(s))
Datos no disponibles.

N° WIPO Lex GE078