关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 金融 无形资产 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决 按管辖区浏览

Law of Georgia No. 1918 of December 23, 2017, on Amendments to the Law on Patents, 格鲁吉亚

返回
WIPO Lex中的最新版本
详情 详情 版本年份 2018 日期 议定: 2017年12月23日 文本类型 主要知识产权法 主题 专利(发明) According to Article 3 of this Law, it entered into force on January 11, 2018, except for paragraphs 3 and 6 of Article 1, which entered into force on June 1, 2018 and September 1, 2018.

可用资料

主要文本 相关文本
主要文本 主要文本 格鲁吉亚语 საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, 23 დეკემბერი 2017 წ. N 1918-რს        
 საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, 23 დეკემბერი 2017 წ. N1918-რს

საქართველოს კანონი

საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის:

ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ფარმაცევტული პროდუქტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ნებისმიერი პატენტუნარიანი პროდუქტი ან პატენტუნარიანი ხერხებით დამზადებული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისათვის ან პრევენციისათვის და რომელიც აგრეთვე შეიძლება დაენიშნოს ადამიანს ან ცხოველს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის, ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენისათვის, კორექციისათვის ან მოდიფიცირებისათვის. ფარმაცევტულ პროდუქტად მიიჩნევა აგრეთვე ზემოაღნიშნული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი აქტიური ინგრედიენტი და ამ პროდუქტის გამოსაყენებლად საჭირო დიაგნოსტიკური საშუალება;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“–„ფ“ ქვეპუნქტები:

„ს) მცენარეთა დაცვის საშუალებები – ამ კანონის მიზნებისათვის, ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;

ტ) დაცვის დამატებითი მოწმობა – საქპატენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აგრძელებს პატენტის მოქმედების ვადას იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, რომლის/რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია;

უ) უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარეთა დაცვის საშუალებების საქართველოს ბაზარზე დასაშვებად რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლებამოსილების მქონე ორგანო;

ფ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი, რომელსაც გამოსცემს საქპატენტი.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ისეთი გამოგონების პატენტზე, რომელიც ეხება ფარმაცევტულ პროდუქტს ან მცენარეთა დაცვის საშუალებებს, რომლის/რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, შესაძლებელია პატენტის მფლობელის მოთხოვნით გაცემულ იქნეს დაცვის დამატებითი მოწმობა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6–მე-12 პუნქტები:

„6. დაცვის დამატებითი მოწმობა პატენტის მოქმედების ვადას აგრძელებს დამატებითი ვადით,

http://www.matsne.gov.ge 05004000005001018753

რომელიც განისაზღვრება საქპატენტისთვის განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გასული პერიოდით, რომელსაც აკლდება 5 წელი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

8. პატენტის მფლობელმა დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადება საქპატენტს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების დღიდან 6 თვის ვადაში. თუ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა გაიცა/რეგისტრაცია განხორციელდა პატენტის გაცემამდე, პატენტის მფლობელმა განცხადება უნდა წარადგინოს პატენტის გაცემიდან 6 თვის ვადაში.

9. საქპატენტი დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ ან დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

10. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქპატენტი დაცვის დამატებით მოწმობას სამრეწველო საკუთრების რეესტრში არეგისტრირებს და ამის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს ბიულეტენში.

11. იმ ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რომლისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები, რომელთა შედეგები მითითებულია პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 6 თვით.

12. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის პროცედურები განისაზღვრება საქპატენტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციით.“.

3. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის, საპატენტო ექსპერტიზისათვის, განაცხადის გამოქვეყნებისათვის, პატენტის რეგისტრაციისათვის, ყოველწლიურად პატენტის ძალის შენარჩუნებისათვის, დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისათვის, დაცვის დამატებითი მოწმობის რეგისტრაციისათვის, გამოქვეყნებისათვის, ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისათვის, სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისათვის და სხვა ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური.“.

4. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 52-ე და 521 მუხლებით.“.

5. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52. განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვა

განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა:

ა) პატენტის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან აღნიშნული პროდუქტის სხვაგვარად გამოყენება;

ბ) გამოგონების კერძო წესით გამოყენება პირადი სარგებლობისათვის, თუ აღნიშნული ქმედების მიზანი არ არის ეკონომიკური საქმიანობა;

გ) გამოგონების უცხო ქვეყნის საზღვაო ხომალდზე ან საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის;

დ) გამოგონების ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის გამოყენება;

http://www.matsne.gov.ge 05004000005001018753

ე) პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დასაშვებად საჭირო კვლევების ჩატარება და სხვა პროცედურების განხორციელება, თუ აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი პატენტის ვადის გასვლამდე არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 მუხლი:

„მუხლი 521. სავალდებულოლიცენზია

1. პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე შესაძლებელია გაიცეს პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზია (შემდგომ – სავალდებულო ლიცენზია).

2. სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭო (შემდგომ – მუდმივმოქმედი საბჭო). მისი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის“ შესაბამისად.

4. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე განცხადებას დაინტერესებული პირი წარუდგენს მუდმივმოქმედ საბჭოს.

5. დაუშვებელია სავალდებულო ლიცენზიის ექსკლუზიურად მხოლოდ 1 პირზე გაცემა.

6. დაუშვებელია სავალდებულო ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა.

7. სავალდებულო ლიცენზია შესაძლებელია გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აუცილებელია პატენტის გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის, თავდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დროს;

ბ) პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის გამოყენება შეუძლებელია სხვა, უფრო ადრინდელ პატენტზე პატენტის მფლობელის ან მისი უფლებამონაცვლის განსაკუთრებული უფლებების დაურღვევლად.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო ლიცენზიის გაცემა შეიძლება მოითხოვოს სახელმწიფო ორგანომ, თუ დაასაბუთებს შესაბამისი საფუძვლის არსებობას.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს იმის დასაბუთებას, რომ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი არის მნიშვნელოვანი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც არსებითად დამოკიდებულია ადრინდელი პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე და რომელსაც აქვს საზოგადოებისათვის არსებითი ეკონომიკური უპირატესობები ადრინდელი პატენტით დაცულ გამოგონებასთან ან სასარგებლო მოდელთან შედარებით.

10. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულო ლიცენზიის მიმღები შესაბამისი გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტით დაცვის შემთხვევაში ვალდებულია გასცეს კერძო ლიცენზია იმ პატენტის მფლობელზე, რომლის პატენტის გამოსაყენებლადაც გაიცა სავალდებულო ლიცენზია.

11. სავალდებულო ლიცენზიის გაცემა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ლიცენზიის სავარაუდო მიმღები წარუმატებლად ეცადა, გონივრულ ვადაში, მისაღები კომერციული პირობებით მიეღო ლიცენზია პატენტის მფლობელისაგან ან მისი უფლებამონაცვლისაგან.

http://www.matsne.gov.ge 05004000005001018753

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირობა შესაძლებელია არ იქნეს გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რის შესახებაც პატენტის მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

13. სავალდებულო ლიცენზიის ობიექტის გამოყენების ფარგლები, სავალდებულო ლიცენზიის მოქმედების ვადა, შესაბამისი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება იმ მიზნის მიხედვით, რომლისთვისაც იქნა ნებადართული შესაბამისი გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის გამოყენება. ასეთი გამოყენება ნებადართულია, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ბაზრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

14. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში პატენტის მფლობელს ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია მისაღები კომერციული პირობებით.

15. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება პერიოდულად გადაიხედება და უქმდება, თუ აღარ არსებობს სავალდებულო ლიცენზიის გაცემის აუცილებლობის გამომწვევი გარემოება.

16. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში საქპატენტს რეესტრში შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი და სათანადო მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში სავალდებულო ლიცენზიის გაცემიდან 1 თვის ვადაში.

17. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.

18. სავალდებულო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია.“.

7. 683 და 684 მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 685 მუხლი:

„მუხლი 685. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვა

1. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას პატენტის მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს:

ა) ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების გამოყენება;

ბ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული), პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის ამოღება;

გ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის განადგურება;

დ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.

2. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაირღვა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები, პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების მოთხოვნა

http://www.matsne.gov.ge 05004000005001018753

შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პროდუქტი უშუალოდ პატენტით დაცული ხერხით არის დამზადებული.

4. ამოღებას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი, პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შემოსავლის მისაღებად იქნა შეძენილი.

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არაპროპორციულად დიდი ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ პატენტის მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია.

6. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება:

ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ განსაკუთრებული უფლებების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის შესახებ;

ბ) განსაკუთრებული უფლებების დამრღვევისთვის განსაკუთრებული უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა განსაკუთრებული უფლებების მფლობელის სასარგებლოდ;

გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.

7. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებული უფლებების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა განსაკუთრებული უფლებების მფლობელი პატენტის მართლზომიერად გამოყენებით.

8. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევი პატენტის გამოყენებისათვის ლიცენზიის მიღებისას გადაიხდიდა.

9. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის რაოდენობა, პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.

10. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:

ა) „პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ დადგენილების მიღება;

ბ) პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება;

http://www.matsne.gov.ge 05004000005001018753

გ) „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1918-რს

http://www.matsne.gov.ge 05004000005001018753


立法 修正 (1 文本) 修正 (1 文本)
无可用数据。

WIPO Lex编号 GE057