საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება №01 2015 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანების ნაწილობრივ ძალადაკარგულად
გამოცხადების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანების (140111, 14/01/2011) მე-2 პუნქტი. 2. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის №223 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე რეგისტრირებული პატენტრწმუნებულები, გათავისუფლდნენ „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებით (140111, 14/01/2011) დამტკიცებული ,,საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლისგან და შეუნარჩუნდეთ პატენტრწმუნებულის სტატუსი.“ მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე
ნიკოლოზ გოგილიძე
http://www.matsne.gov.ge 05004000048065016011