საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №470
2002 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის
შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა
თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88
ბრძანებულებასა და თანდართულ დებულებებში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის შესახებ „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებასა და
თანდართულ დებულებებში საქართველოს მთავრობის 2002 წლის 13 თებერვლის
სხდომის (ოქმი №8) გადაწყვეტილების შესაბამისად შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები
და დამატებები:
1. ბრძანებულებაში სიტყვა „მინერალური“ შეიცვალოს სიტყვებით „ნატურალური
მინერალური და წყაროს“.
2. „მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის,
გამოყენებისა და კონტროლის შესახებ“ დებულების სათაურსა და ტექსტში სიტყვა
„მინერალური“ შეიცვალოს სიტყვებით „ნატურალური მინერალური და წყაროს“.
3. №3 დანართის:
ა) სათაურებსა და ცხრილში სიტყვა „მინერალური“ შეიცვალოს სიტყვებით
„ნატურალური მინერალური და წყაროს“;
ბ) ჩამონათვალს დაემატოს:
13. „დაბა“
14. „ორხვი“
15. „აბუქეთა“
16. „ხოტევი“;
გ) ცხრილს დაემატოს:
13 „დაბა“ ბორჯომის რაიონის სოფელ დაბის ადმინისტრაციული საზღვარი
14 „ორხვი“ ცაგერის რაიონის სოფელ ორხვის ადმინისტრაციული საზღვარი
15 „აბუქეთა“ ქედის რაიონის სოფელ აბუქეთას ადმინისტრაციული
საზღვარი
16 „ხოტევი“ ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევის ადმინისტრაციული
საზღვარი.
ე. შევარდნაძე