WIPO FOR OFFICIAL USE ONLY
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №189
2011 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და
დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან
და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., №80)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასური არის ინტელექტუალური
საკუთრების ობიექტებზე მომსახურების გაწევისათვის დადგენილი სავალდებულო
გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.“.
2. დადგენილების მე-6 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 6
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ
საფასურებზე განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე გავრცელდეს 70%-იანი
შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელ გამომგონებლებსა
და დიზაინერებზე – 90%-იანი შეღავათი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საფასურების გადახდისაგან
გათავისუფლდნენ საქართველოს სამინისტროები.“.
3. დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები
№ ქმედება
აშშ დოლარი
(ეკვივალენტი ეროვნულ
ვალუტაში)
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 90
2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით 120
არსობრივი ექსპერტიზა
3. დაცვის ობიექტის დადგენა 90
4.* ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთ დამოუკიდებელ მუხლზე 180
5.* ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთზე მეტ ყოველ დამოუკიდებელ მუხლზე 120
გამოქვეყნება
6. გამოქვეყნება 30 გვერდამდე 60
7. გამოქვეყნება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე 2
პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება
8. პატენტის რეგისტრაცია, საპატენტო სიგელის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის
შენარჩუნება
200
WIPO FOR OFFICIAL USE ONLY
2
9. ერთზე მეტი პატენტის მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი
საპატენტო სიგელის გაცემა
20
10. პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებში, ყოველწლიურად 50
11. პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად 70
12. პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე წლებში, ყოველწლიურად 170
13. პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე წლებში,
ყოველწლიურად
250
14. პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე წლებში,
ყოველწლიურად
300
15. პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე წლებში,
ყოველწლიურად
500
16. სამედიცინო პროდუქტისათვის გამოგონების პატენტის მოქმედების დამატებითი
ვადის მოთხოვნა ყოველი ერთი წლით 100
17. პატენტის მოქმედების აღდგენა 100
საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები
18. საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების
მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა
100
19. საერთაშორისო განაცხადის თარგმანის წარდგენა ერთი თვის შემდეგ 250
ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელის ან/და მესამე პირის მოთხოვნით
20. განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ
მიმართვაზე
40
21. შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით 30
22. გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად 50
23. სასარგებლო მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამოგონების განაცხადად 70
24. საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თითოეულ განაცხადზე 150
25. პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება 180
26. განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით 30
27. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა განაცხადის წარდგენის შემდეგ 60
28.* ტექნიკის დონის განსაზღვრა ყოველ დამატებით დამოუკიდებელ მუხლზე ტექნიკის
დონის დასკვნის შემდეგ
120
29. განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა 30
30. ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი
მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე
60
31. საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა 60
32. დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა რეესტრიდან 30
33. ხელშეკრულების რეგისტრაცია 100
34. აპელაციის განხილვა ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საკითხზე 180
35. აპელაციის განხილვა არსობრივი ექსპერტიზის საკითხზე 360
36. მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა 30 გვერდამდე, ერთ პატენტზე 10
37. მექანიკური შეცდომების გასწორება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე 2
38. დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ 5
39. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების
აღდგენა
100
40. რეესტრში ბიბლიოგრაფიულ მონაცემებზე ძიების ჩატარება 30
--------------------
4.*, 5.*, 28.* – თუ განაცხადზე „საქპატენტში“ წარდგენილი იქნება საერთაშორისო მოძიებისა
ან/და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ანგარიშები, აღნიშნულ ქმედებათა საფასურები
შემცირდება 50%-ით.“.
4. დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
WIPO FOR OFFICIAL USE ONLY
3
„დანართი №2
სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები
№ ქმედება
აშშ დოლარი
(ეკვივალენტი ეროვნულ
ვალუტაში)
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 90
2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით 120
არსობრივი ექსპერტიზა
3. დაცვის ობიექტის და სიახლის დადგენა 90
გამოქვეყნება
4. გამოქვეყნება 30 გვერდამდე 60
5. გამოქვეყნება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე 2
პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება
6. პატენტის რეგისტრაცია, საპატენტო სიგელის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის
შენარჩუნება
170
7. პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე წლებში,
ყოველწლიურად
50
8. პატენტის ძალის შენარჩუნება მეხუთე, მეექვსე წლებში,
ყოველწლიურად
70
9. პატენტის ძალის შენარჩუნება მეშვიდე, მერვე წლებში,
ყოველწლიურად
170
10. პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე წლებში,
ყოველწლიურად
300
11. პატენტის მოქმედების აღდგენა 100
12. ერთზე მეტი პატენტის მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი
საპატენტო სიგელის გაცემა
20
საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები
13. საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების
მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა
100
14. საერთაშორისო განაცხადის თარგმანის წარდგენა ერთი თვის შემდეგ 250
ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელისა და მესამე პირის მოთხოვნით
15. განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ
მიმართვაზე
40
16. შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება
ყოველი ერთი თვით
30
17. განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით 30
18. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური
ექსპერტიზის დასრულების შემდეგ
60
19. განაცხადის ერთი დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა 30
20. ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი
მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე
60
21. რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა 30
22. საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა 60
23. დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის
შესახებ
5
24. ხელშეკრულების რეგისტრაცია 100
25. აპელაციის განხილვა ფორმალური მოთხოვნების 180
WIPO FOR OFFICIAL USE ONLY
4 ექსპერტიზის საკითხზე
26. აპელაციის განხილვა არსობრივი ექსპერტიზის საკითხზე 360
27. მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა 30 გვერდამდე, ერთ პატენტზე 10
28. მექანიკური შეცდომების გასწორება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე 2
29. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული
დაკარგული უფლებების აღდგენა
100.“.
5. დადგენილების დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები
N ქმედება
აშშ დოლარი
(ეკვივალენტი ეროვნულ
ვალუტაში)
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 50
2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე 10
3. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა 30
4. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე 10
არსობრივი ექსპერტიზა
5. არსობრივი ექსპერტიზა 80
6. არსობრივი ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე 10
გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა და ძალის შენარჩუნება
7. ერთი დიზაინის გამოქვეყნება 10
8. ერთზე მეტი დიზაინის მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი
დამატებითი მოწმობის გაცემა 20
9. დიზაინის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის
შენარჩუნება 100
10. დიზაინის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის
შენარჩუნება თითოეულ დამატებით დიზაინზე 10
11. მეორე ხუთი წლით რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება 80
12. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით თითოეულ დამატებით
დიზაინზე 10
13. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით 100
14. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით თითოეულ დამატებით
დიზაინზე 10
15. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით 300
16. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით თითოეულ დამატებით
დიზაინზე 30
17. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით 550
18. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით თითოეულ დამატებით
დიზაინზე 50
ქმედებები განმცხადებლის, დიზაინის მფლობელის ან/და მესამე პირის მოთხოვნით
19. რეგისტრაციის აღდგენა 100
20. განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების
შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე 40
21. ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვის
მოთხოვნით თითოეულ დამატებით დიზაინზე 40
22. გამოქვეყნების გადადება 100
WIPO FOR OFFICIAL USE ONLY
5
23. შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება
ყოველი ერთი თვით 30
24. განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით 30
25. განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა 30
26. რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა 30
27. მოწმობის დუბლიკატის გაცემა 60
28. დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის
შესახებ 5
29. ხელშეკრულების რეგისტრაცია 100
30. აპელაციის განხილვა 200
31. აპელაციის განხილვა თითოეულ დამატებით დიზაინზე 20
32. მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა თითოეულ მოწმობაში 20
33. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების
აღდგენა
30
დაჩქარებული რეგისტრაცია
34. დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 100
35. დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
თითოეულ დამატებით დიზაინზე
20
36. დაჩქარებული არსობრივი ექსპერტიზა 160
37. დაჩქარებული არსობრივი ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე 20
38. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა 60
39. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე 20
40. ერთი დიზაინის გამოქვეყნება 20
41. რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება 200
42. ერთზე მეტი დიზაინის მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი
მოწმობის გაცემა 20.“.
6. დადგენილების დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები
№ ქმედება
აშშ დოლარი
(ეკვივალენტი ეროვნულ
ვალუტაში)
1. სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ
კლასზე 90
2. სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ
ერთზე მეტ კლასზე 50
3. კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ
კლასზე 150
4. კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ
ერთზე მეტ კლასზე 90
5. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა 30
6. სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა 120
7. კოლექტიური ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა 310
8. გამოქვეყნება 60
9. განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა 90
10. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის 150
WIPO FOR OFFICIAL USE ONLY
6 შენარჩუნება
11. ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში ყოველი დამატებითი
მოწმობის გაცემა 30
12. სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით
საქონლის ერთ კლასზე 300
13. სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით
საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე 50
14. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის
შენარჩუნება 550
15. კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით
საქონლის ერთ კლასზე 550
16. კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით
საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე 90
17. საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში 60
18.
დამატებითი გავრცელების შესახებ საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და
გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო)
საერთაშორისო ბიუროში
60
19. განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ
მიმართვაზე 60
20. განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით 50
21. ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვით ყოველ ერთ ნიშანზე 60
22. განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა 30
23. რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა 30
24. მოწმობის დუბლიკატის გაცემა 90
25. მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა 30
26. დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ 5
27. ხელშეკრულების რეგისტრაცია ყოველ ერთ ნიშანზე 90
28. აპელაციის განხილვა სასაქონლო ნიშანზე 200
29. აპელაციის განხილვა კოლექტიურ ნიშანზე 400
30. მოთხოვნილი საბუთის წარდგენის ვადის გაგრძელება ერთი თვით 30
31. სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური ექსპერტიზა დაჩქარებული
პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ერთ კლასზე 200
32. სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული
პროცედურით საქონლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე 300
33. სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური ექსპერტიზა დაჩქარებული
პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე 100
34. სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული
პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე 100
35. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული
პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება 340
36. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული
პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ დამატებით კლასზე 100
ინდივიდუალური საფასურები ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმებასთან არსებული
ოქმით საქართველოზე გავრცელებისათვის
37. მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე
ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე 285
38. მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის
გავრცელება საქართველოზე ათი წლით, საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე 100
39. მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო
ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე 285
40. მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო
ათი წლით, საქონლის ერთზე მეტ კლასზე 100.“.
WIPO FOR OFFICIAL USE ONLY
7
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური