À propos de la propriété intellectuelle Formation en propriété intellectuelle Respect de la propriété intellectuelle Sensibilisation à la propriété intellectuelle La propriété intellectuelle pour… Propriété intellectuelle et… Propriété intellectuelle et… Information relative aux brevets et à la technologie Information en matière de marques Information en matière de dessins et modèles industriels Information en matière d’indications géographiques Information en matière de protection des obtentions végétales (UPOV) Lois, traités et jugements dans le domaine de la propriété intellectuelle Ressources relatives à la propriété intellectuelle Rapports sur la propriété intellectuelle Protection des brevets Protection des marques Protection des dessins et modèles industriels Protection des indications géographiques Protection des obtentions végétales (UPOV) Règlement extrajudiciaire des litiges Solutions opérationnelles à l’intention des offices de propriété intellectuelle Paiement de services de propriété intellectuelle Décisions et négociations Coopération en matière de développement Appui à l’innovation Partenariats public-privé Outils et services en matière d’intelligence artificielle L’Organisation Travailler avec nous Responsabilité Brevets Marques Dessins et modèles industriels Indications géographiques Droit d’auteur Secrets d’affaires Académie de l’OMPI Ateliers et séminaires Application des droits de propriété intellectuelle WIPO ALERT Sensibilisation Journée mondiale de la propriété intellectuelle Magazine de l’OMPI Études de cas et exemples de réussite Actualités dans le domaine de la propriété intellectuelle Prix de l’OMPI Entreprises Universités Peuples autochtones Instances judiciaires Ressources génétiques, savoirs traditionnels et expressions culturelles traditionnelles Économie Financement Actifs incorporels Égalité des genres Santé mondiale Changement climatique Politique en matière de concurrence Objectifs de développement durable Technologies de pointe Applications mobiles Sport Tourisme PATENTSCOPE Analyse de brevets Classification internationale des brevets Programme ARDI – Recherche pour l’innovation Programme ASPI – Information spécialisée en matière de brevets Base de données mondiale sur les marques Madrid Monitor Base de données Article 6ter Express Classification de Nice Classification de Vienne Base de données mondiale sur les dessins et modèles Bulletin des dessins et modèles internationaux Base de données Hague Express Classification de Locarno Base de données Lisbon Express Base de données mondiale sur les marques relative aux indications géographiques Base de données PLUTO sur les variétés végétales Base de données GENIE Traités administrés par l’OMPI WIPO Lex – lois, traités et jugements en matière de propriété intellectuelle Normes de l’OMPI Statistiques de propriété intellectuelle WIPO Pearl (Terminologie) Publications de l’OMPI Profils nationaux Centre de connaissances de l’OMPI Série de rapports de l’OMPI consacrés aux tendances technologiques Indice mondial de l’innovation Rapport sur la propriété intellectuelle dans le monde PCT – Le système international des brevets ePCT Budapest – Le système international de dépôt des micro-organismes Madrid – Le système international des marques eMadrid Article 6ter (armoiries, drapeaux, emblèmes nationaux) La Haye – Le système international des dessins et modèles industriels eHague Lisbonne – Le système d’enregistrement international des indications géographiques eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Médiation Arbitrage Procédure d’expertise Litiges relatifs aux noms de domaine Accès centralisé aux résultats de la recherche et de l’examen (WIPO CASE) Service d’accès numérique aux documents de priorité (DAS) WIPO Pay Compte courant auprès de l’OMPI Assemblées de l’OMPI Comités permanents Calendrier des réunions WIPO Webcast Documents officiels de l’OMPI Plan d’action de l’OMPI pour le développement Assistance technique Institutions de formation en matière de propriété intellectuelle Mesures d’appui concernant la COVID-19 Stratégies nationales de propriété intellectuelle Assistance en matière d’élaboration des politiques et de formulation de la législation Pôle de coopération Centres d’appui à la technologie et à l’innovation (CATI) Transfert de technologie Programme d’aide aux inventeurs WIPO GREEN Initiative PAT-INFORMED de l’OMPI Consortium pour des livres accessibles L’OMPI pour les créateurs WIPO Translate Speech-to-Text Assistant de classification États membres Observateurs Directeur général Activités par unité administrative Bureaux extérieurs Avis de vacance d’emploi Achats Résultats et budget Rapports financiers Audit et supervision
Arabic English Spanish French Russian Chinese
Lois Traités Jugements Recherche par ressort juridique

Ordonnance n° 1 du président du Centre national de la propriété intellectuelle de Géorgie-Sakpatenti du 12 janvier 2011, portant approbation du statut des conseils en brevets de Géorgie (telle que modifiée jusqu'à l'ordonnance n° 2 du président de Sakpatenti du 19 octobre 2017), Géorgie

Retour
Version la plus récente dans WIPO Lex
Détails Détails Année de version 2017 Dates Entrée en vigueur: 14 janvier 2011 Adopté/e: 12 janvier 2011 Type de texte Textes règlementaires Sujet Organe de réglementation de la PI, Propriété industrielle Notes This consolidated version of the Order of the Chairman of Sakpatenti No. 1 of January 12, 2011 takes into account amendments up to Order of the Chairman of Sakpatenti No. 2 of October 19, 2017, which entered into force on October 20, 2017.

The said amending Order No. 2 of October 19, 2017
amended paragraph 2 of Article 4 under 'Statute on Patent Attorneys of Georgia' contained in this consolidated Order, which reads: 'The date of certification of patent attorneys shall be determined by Sakpatenti'.

Documents disponibles

Texte(s) principal(aux) Textes connexe(s)
Texte(s) princip(al)(aux) Texte(s) princip(al)(aux) Géorgien საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №1 2011 წლის 12 იანვარი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე (ცვლილების შეტანის თაობაზე 'საქპატენტის' თავმჯდომარის 2017 წლის 19 ოქტომბერი №02 ბრძანებით )        
 საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №1 2011 წლის 12 იანვარი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე (ცვლილების შეტანის თაობაზე 'საქპატენტის' თავმჯდომარის 2017 წლის 19 ოქტომბერი №02 ბრძანებით )

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება №1 2011 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი

„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლისა და 77-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ თანდართული დებულება;

2. ამოღებულია (8.01.2015 N 01 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე ი. ღვალაძე

დებულება საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ატესტაციისა და

რეგისტრაციის წესსა და პირობებს და პატენტრწმუნებულთა საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. პატენტრწმუნებული პატენტრწმუნებული არის ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის (შემდგომში –საქპატენტი) პატენტრწმუნებულთა რეესტრში (შემდგომში კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას საკუთრების სფეროში.

– რეესტრი) ინტელექტუალ

და ური

მუხლი 3. მოთხოვნები პატენტრწმუნებულისადმი 1. პატენტრწმუნებული შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ა) საქართველოში აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ბ) აქვს უმაღლესი ტექნიკური, საბუნებისმეტყველო ან იურიდიული განათლება; გ) გავლილი აქვს პატენტრწმუნებულთა ატესტაცია ამ დებულებით დადგენილი

წესით. 2. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს საქართველოს საპატენტო კანონის 404

მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი.

3. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში გათვალისწინებულ დაწესებულებებში დასაქმებული პირი.

მუხლი 4. პატენტრწმუნებულთა ატესტაცია და საატესტაციო კომისია 1. პატენტრწმუნებულთა ატესტაციას ატარებს საქპატენტის მიერ შექმნილი

საატესტაციო კომისია. 2.პატენტრწმუნებულთა ატესტაციის ჩატარების თარიღს განსაზღვრავს საქპატენტის

თავმჯდომარე. (19.10.2017 N 2) 3. ატესტაციის ჩატარების წესს, პირობებსა და პროგრამას ამტკიცებს და თარიღს

განსაზღვრავს საატესტაციო კომისია. ზემოაღნიშნული საკითხები უნდა დამტკიცდეს ატესტაციის ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვისა.

4. ატესტაცია ტარდება სახელმწიფო ენაზე. 5. ატესტაცია ტარდება საატესტაციო კომისიის მიერ შემუშავებული ტესტების

საფუძველზე. 6. ტესტები უნდა შეიცავდეს საკითხებს: ა) ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დარგიდან; ბ) ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი

საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან; გ) სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან; დ) ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლიდან; ე) ასევე ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში საქართველოში

მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებიდან. 7. პირები, რომლებიც საქპატენტს წარუდგენენ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს

კანონის თანახმად ძალაში მყოფ ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელ მოწმობას, არ გაივლიან ტესტირებას შემდეგ საკითხებში:

ა) სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალი; ბ) ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი. 8. პირები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ატესტაციას, რეგისტრირდებიან

რეესტრში და ეძლევათ პატენტრწმუნებულის მოწმობა, რომლის ფორმას ამტკიცებს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

9. ინფორმაცია პატენტრწმუნებულის რეგისტრაციის შესახებ ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში.

10. პატენტრწმუნებულის მოწმობა კარგავს ძალას, თუ პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს პატენტრწმუნებულის საქმიანობას.

მუხლი 5. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე.

2. საატესტაციო კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

3. საატესტაციო კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც საქპატენტის თანამშრომლები, ისე მოწვეული ექსპერტები.

მუხლი 6. წარმომადგენლობა 1. პატენტრწმუნებული წარმომადგენლობას ახორციელებს საქპატენტში,

საქპატენტის სააპელაციო პალატაში, სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. პატენტრწმუნებული საქპატენტში და საქპატენტის სააპელაციო პალატაში წარმომადგენლობას ახორციელებს მინდობილობის საფუძველზე, რომელიც შედგენილია იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც გაცემულია მინდობილობა. მინდობილობა გაცემულ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ მინდობილობა შედგენილია უცხო ენაზე, მას თან უნდა ერთოდეს ქართული თარგმანი, თარგმანზე პასუხისმგებელი პირის ვინაობის მითითებით.

3. პატენტრწმუნებული სხვა სახელმწიფო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის საფუძველზე.

4. პატენტრწმუნებული სასამართლოში წარმომადგენლობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. პატენტრწმუნებულის უფლებები პატენტრწმუნებულს უფლება აქვს: 1. გაუწიოს მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინტელექტუალური

საკუთრების ობიექტების (გამოგონება, სასარგებლო მოდელი, დიზაინი, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები და სხვ.) განაცხადების შედგენის, რეგისტრაციის, დამცავი დოკუმენტების მიღების, მათი ძალაში შენარჩუნების, გამოყენების, უფლებების გადაცემის, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციის, უფლებების დაცვის და სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

2. პატენტრწმუნებულს უფლება აქვს შემოფარგლოს თავისი საქმიანობა ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტებით ან საქმიანობის ცალკეული სახეებით.

მუხლი 8. პატენტრწმუნებულის მოვალეობები პატენტრწმუნებული ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ბ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; გ) ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს

ამის შესახებ; დ) მარწმუნებელს დროულად მიაწოდოს ყველა ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის

შესახებ.

მუხლი 9. პროფესიული საიდუმლოება პატენტრწმუნებული ვალდებულია: ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად; ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს პატენტრწმუნებულის საქმიანობის

პროცესში მისგან მიღებული ინფორმაცია.

მუხლი 10. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. პატენტრწმუნებული ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც

საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, პატენტრწმუნებულის საქმიანობას ან დამოუკიდებლობას.

2. პატენტრწმუნებულს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა მომსახურება მეორე მხარის სასარგებლოდ.

მუხლი 11. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერება და აღდგენა 1. პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება უჩერდება საატესტაციო კომისიის

გადაწყვეტილებით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში; გ) თუ პატენტრწმუნებულის მიერ დაირღვა ამ დებულების მე-9 და მე-10 მუხლებით

გათვალისწინებული მოთხოვნები. 2. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი შეიძლება დააყენოს

საატესტაციო კომისიამ ან ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

3. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს საატესტაციო კომისია განიხილავს შესაბამისი განცხადების მიღებიდან ან საატესტაციო კომისიის მიერ საკითხის დაყენებიდან 10 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საატესტაციო კომისია უფლებამოსილია პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუჩეროს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ვადით.

5. საატესტაციო კომისია უფლებამოსილია პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუჩეროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საატესტაციო კომისია უფლებამოსილია პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუჩეროს ერთ წლამდე ვადით.

7. პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება აღუდგება საქპატენტში შესაბამისი განცხადების შეტანით. განცხადებას პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების აღდგენის შესახებ განიხილავს საქპატენტის საატესტაციო კომისია. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე, თუ აღარ არსებობს უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი.

8. თუ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება შეჩერებულია გარკვეული ვადით, პატენტრწმუნებულს ავტომატურად აღუდგება უფლებამოსილება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

9. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერებისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. პატენტრწმუნებული ვალდებულია ეს ცვლილებები აცნობოს თავის მარწმუნებლებს.

მუხლი 12. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში; ბ) სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში; გ) პატენტრწმუნებულის გარდაცვალების შემთხვევაში; დ) პირადი განცხადების საფუძველზე; ე) თუ სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ, აღიარა

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ვ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი

განაჩენი; ზ) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ დებულების მე-3 მუხლის

პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც იქნებოდა პატენტრწმუნებულად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი;

თ) კანონმდებლობის მრავალგზის ან უხეში დარღვევის შემთხვევაში. 2. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შეიძლება დააყენოს

საატესტაციო კომისიამ ან ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება წყდება სასამართლოს ან საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. საატესტაციო კომისია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ამ გარემოებების დამადასტურებელ საბუთს იღებს ცნობად და გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს განხილვის გარეშე.

5. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიტანება პატენტრწმუნებულთა რეესტრში და ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. პატენტრწმუნებული ვალდებულია ეს ცვლილებები აცნობოს თავის მარწმუნებლებს.

მუხლი 13. პატენტრწმუნებულთა რეესტრი 1. რეესტრში რეგისტრირდებიან პირები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს

პატენტრწმუნებულთა ატესტაცია. 2. რეესტრში რეგისტრირდება შემდეგი მონაცემები:

ა) პატენტრწმუნებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; ბ) საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მისამართები და სხვა საკონტაქტო

მონაცემები; გ) საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების თარიღი და ნომერი; დ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და მოწმობის ნომერი; ე) ამ დებულების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით და მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით

გათვალისწინებული მონაცემები. 3. პატენტრწმუნებულთა შესახებ რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები

ქვეყნდება საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 14. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქპატენტის

თავმჯდომარის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


Législation Met en application (1 texte(s)) Met en application (1 texte(s)) Remplace (2 texte(s)) Remplace (2 texte(s)) est modifié(e) par (3 texte(s)) est modifié(e) par (3 texte(s))
Aucune donnée disponible

N° WIPO Lex GE074