საქართველოს მთავრობის
დადგენილება №688
2014 წლის 19 დეკემბერი
ქ.თბილისი
„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში (სსმ, №80, 06/07/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ საფასურებზე განმცხადებელ გამომგონებლებზე, დიზაინერებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებზე გავრცელდეს 70%-იანი შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე – 90%-იანი შეღავათი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №5
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები
№ ქმედება
აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)
1.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე განაცხადის ექსპერტიზა
40
2.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია
20
3.
ცვლილებების შეტანა რეესტრში
30
4.
რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა
30“.
მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
http://www.matsne.gov.ge 05003000010003018308
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
http://www.matsne.gov.ge 05003000010003018308